weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ანექსიის მცდელობაა - ქეთევან ციხელაშვილი

12:28 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ანექსიის მცდელობა და ოკუპაციის გაგრძელებაა. ციხელაშვილის თქმით, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ალბათ ეს ვიზიტიც სწორედ ამ რანგში შეიძლება განვიხილოთ. ეს ერთიან სურათში ჯდება. ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის პრეზიდენტი 8 აგვისტოს ეწვევა. „რია ნოვოსტის“ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, რომ პუტინის აფხაზეთში ვიზიტის შესაძლებლობა და თარიღები ამ ეტაპზე დიპლომატიური არხების საშუალებით მუშავდება.

იმ შემთხვევაში თუ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, აფხაზეთში პუტინის ვიზიტის თარიღი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყების მეცხრე წლისთავს დაემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]