weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უნათესაო და უჯიშო რომ ვიყო, მესამეჯერ პარლამენტარი არ ვიქნებოდი – ანზორ ბოლქვაძე

18:01 ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020

„ქართული ოცნებიდან“ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას, სადაც მის ეკონომიკურ ინტერესებზეა საუბარი. კვლევის თანახმად, ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ 2016-2020 წლებში სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღეს.

„ნათესავი ყველას ჰყავს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც რაღაც წესით, სხვა გზით ეხმარება მას. მე უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ

არასოდეს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესაო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ პარლამენტის წევრი ნამდვილად არ ვიქნებოდი.

ნათესავიც მყავს, ბიძაშვილიც მყავს, მეგობარიც მყავს, მეზობელიც მყავს და ა.შ. მაგრამ ერთი ის ვიცი - ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ყველა თავისით იკაფავს გზას“, – განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, ბოლო 5 წელში დეპუტატის ბიძაშვილის, რომან ბოლქვაძის შპს „გიგა 2015“-მა სახელმწიფო შესყიდვებიდან 3 825 175 ლარი მიიღო; რძლის, გურანდა გობაძის შპს „აისმა“ – 1 148 599 ლარი; მამიდაშვილის შვილის, არჩილ ქედელიძის შპს „ქედემ“ 844 768 ლარი. ამასთან, კვლევის მიხედვით, უკონკურენტო პირობებში, სამივე კომპანიამ ჯამში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 317 773 ლარი მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოსაზრებით, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც უკონკურენტო პირობებში ბოლქვაძის ნათესავების კომპანიების გამარჯვებით დასრულდა.

ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. 2008-2012 წლებში ის საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ იყო არჩეული, 2012-2016 წლებში საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, ხოლო 2016 წლის მაჟორიტარ კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, ამ 12 წლის მანძილზე ანზორ ბოლქვაძემ პარლამენტში განსახილველად სულ 5 ინიციატივა წარადგინა. 5-დან მხოლოდ 2 შემთხვევაში იყო ინიციატივის ავტორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]