weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა 

22:11 სამშაბათი, 30 ივნისი 2020
ფოტოზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ჩარლზ მიშელი ფოტოზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ჩარლზ მიშელი

ევროკავშირის საბჭომ საქართველო შეიყვანა იმ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პირველი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნას დაიწყებენ.

27 ელჩის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სიაში 15 ქვეყანა მოხვდა: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, ურუგვაი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, , ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის მოქალაქეებთან მიმართებაში იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს).

ევროკავშირის საბჭოს ეს გადაწყვეტილება იურიდიულად სავალდებულო ხასიეთის დოკუმენტი არ არის. რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობას წევრი სახელმწფოების მთავრობები იღებენ.

ე.წ. მწვანე ქვეყნების სია ყოველ 2 კვირაში განახლდება. ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:

  • COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 14 დღის განმავლობაში და ყოველ 100 000 მოსახლეზე უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ან იყოს მასზე ნაკლები; 
  • აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წინა 14 დღესთან შედარებით, COVID-19-ის ახალი შემთხვევების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური ან კლებადი; 
  • რეაგირება COVID-19-ზე, მათ შორის ტესტირება, კონტროლი, კონტაქტების გამოვლენა, შეკავება, მკურნალობა და ანგარიშგება, ასევე, ასეთი ინფორმაციის სანდოობა და საჭიროების შემთხვევაში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR) საერთო საშუალო ქულა. მხედველობაში მიიღება ევროკავშირის დელეგაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციაც.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქართული მხარე გააგრძელებს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს, რათა მათთან კოორდინაციით ეტაპობრივად და შეთანხმებულად გახდეს შესაძლებელი, მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.   

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში დაიწყებენ უსაფრთხო სიაში მყოფ ქვეყნებთან შესაბამისი კრიტერიუმების დალაგებას, იმისთვის, რომ ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილება ორივე მიმართულებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირმა მესამე ქვეყების მოქალაქეებისთვის საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]