weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საოკუპაციო ხაზთან ახალი ხნულების გავლება იგეგმება

17:39 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ხვალიდან სოფელ არცევთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას აპირებს. დე ფაქტო უშიშროების სამსახურში განაცხადეს, რომ სამუშაოები 3 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ორი კვირის განმავლობაში საინჟინრო სამუშაოებს ჩაატარებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის აღდგენის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე დაანონსებულ ღონისძიებას პროფილაქტიკური ხასიათი აქვს, რადგან ცხინვალის რაიონში ხანძრის გაჩენას პროგნოზირებენ.

სოფელ არცევთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა და ის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებად შეაფასა.

„ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები ფაქტობრივად არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და ერთ-ერთი ფორმა იმ ბარიკადების, რომლებიც წლების განმავლობაში ივლებოდა. უმჯობესი იქნება, გადაიდგას მოსახლეობის ინტერესების შემხვედრი ნაბიჯები და არა ამის საპირისპირო. ეს მოქმედება, რომელიც ხორციელდება არსებული რეჟიმის მიერ ოკუპაციის პირობებში, არ ემსახურება ადამიანის ინტერესებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ბოლო ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების თაობაზე სოფელ ყარაფილადან გავრცელდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]