weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება – 18 ოპოზიციური პარტია

16:34 ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020 hits 363
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

„გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია“, – ამის შესახებ ნათქვამია 18 ოპოცზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ არის, რადგან „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება შეწყდეს.

18 ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტების ძალისხმევითა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის.

„ბიძინა ივანიშვილმა კომიკურ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი, როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, ოპოზიციაზე გამარჯვებად აცხადებს, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი თავის სურვილს არქმევს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა ითამაშა.

„ის, თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენ შორის არსებული არსებითი განსხვავევებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, – ვკითულობთ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ახალი საქართველო, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი, ევროპული დემოკრატები, ქრისტიან კონსერვატიული პარტია, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის, ემსახურე საქართველოს, ლეიბორისტული პარტია, გამარჯვებული საქართველო, მოძრაობა ლელო საქართველოსთვის, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის, სამართლიანობისთვის, კანონი და სამართალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]