weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პრემიერმა აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ოკუპაციის დაკანონების მცდელობა უწოდა

11:56 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობაა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაზე უნდა იმუშაოს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არცერთ ჩვენგანს, პირადად მე, ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას 8 აგვისტოს გეგმავს. ეს ცნობები ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. „რია ნოვოსტის“ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უთხრა, რომ შეხვედრის დეტალები და თარიღი ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]