weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

22:27 სამშაბათი, 14 ივლისი 2020 hits 292

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. 

პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კობახიძე საარჩევნო შტაბის უფროსად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ სხდომაზე აირჩიეს, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო.

„ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე ცენტრალურ საარჩევნო შტაბს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის პერიოდშიც ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]