weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს უკვე 68 პარტიამ მიმართა

09:53 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მიმართვის ვადა ამოეწურათ. პარტიებს, რომლებსაც მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არ ჰყავთ, ცესკოსთვის 15 ივლისამდე უნდა მიემართათ.

რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 68 პარტიამ მიმართა. ცესკოს ინფორმაციით, აქედან 53-ის განცხადება განხილვაშია, 14-მა საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა, ხოლო ერთს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, იმ პარტიებს, რომლებსაც მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი ჰყავთ, შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]