weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

14:36 შაბათი, 25 ივლისი 2020 hits 598

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება ჯაფარიძემ დღეს გააკეთა.

„საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება. ეს გადაწყვეტილება მივიღე, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც წლებია, გაჭირვებას განიცდიან, უპირისპირდებიან უამრავ პრობლემას, იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს, იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლებზე, არამედ მთლიანად, ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაჭრაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

უკვე ცნობილია, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა. აქ კენჭს იყრის პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანიც. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, მას საკუთარი კანდიდატი ჯერჯერობით არ წარუდგენია.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრა ოქტომბრის ბოლო შაბათს უნდა გაიმართოს, რაც 31 ოქტომბერია. არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]