weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შესაძლოა საქართველომ აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს - წარმომადგენელთა პალატამ პროექტი დაამტკიცა

16:35 შაბათი, 25 ივლისი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს, 224 ხმით 189-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი 2021 ფისკალური წლის საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცა არის საუბარი.

კანონპროექტის შესახებ ცნობილი ივლისის დასაწყისში გახდა. მასში ნათვქმია, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა, თუმცა ამ თანხის 15%-ის (19 803 750 აშშ დოლარი) გამოყოფის ვალდებულება შესაძლოა შეჩერდეს, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს, რათა: გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები; ებრძოლოს მთავრობაში კორუფციას და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა კერძო სექტორში საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვით.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონპროექტის ეს ჩანაწერი, კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.

„იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ“, - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

უწყება განმარტავს, რომ კანონის მიღებამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი, კერძოდ, ამჟამად აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომლის შემდგომ ორივე პალატის ვერსია უნდა შეჯერდეს ე.წ. კონფერენციაზე. შეჯერებული ტექსტს კენჭს უყრის აშშ-ის კონგრესის სრული შემადგენლობა და დამტკიცების შემდგომ კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]