weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

13:00 სამშაბათი, 28 ივლისი 2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია თანამდებობას პირველი აგვისტოდან დატოვებს. მან ორწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში დღეს წარადგინა.

ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში იყრის კენჭს. „ქართულმა ოცნებამ“ ის აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

მოწერელია სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე იყო.

პირველი აგვისტოდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობას მალხაზ თორია შეასრულებს, რომელიც ამჟამად მოწერელიას პირველი მოადგილეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]