weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დაინიშნა

10:01 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი ოკუპირებული რეგიონის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 27 ივლისს მოაწერა.

სერგეი შამბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას პირველი ვადით 1997-2004 წლებში იკავდებდა. 2004 წლის ივნისში ის ამ თანამდებობიდან გადადგა და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენა. მას შემდეგ, რაც ე.წ. პრეზიდენტად სერგეი ბაღაფში იქნა არჩეული, 2004 წლის დეკემბერში შამბა კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და 2010 წლამდე ამ თანამდებობას იკავედებდა. 2010-2011 წლებში ის ე.წ. მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა. 2011 წელს სერგეი შამბა გადადგა და კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. „არჩევნებში“ მოპოვებული ხმების მიხედვით ის მეორე ადგილზე გავიდა და ალექსანდრე ანქვაბთან დამარცხდა. 2014 წელს სერგეი შამბა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი გახდა. ის პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარეა.

რაც შეეხება ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას, სერგეი შამბამ ბესლან კვიცინია შეცვალა, რომელიც მდივნის უფლებამოსილების შემსრულებლად 2020 წლის იანვარში დაინიშნა.

 

ამ თემაზე არქივიდან:

საქართველომ და აფხაზეთმა საერთო მომავალზე უნდა იფიქრონ – სერგეი შამბა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]