weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დე ფაქტო აფხაზეთმა ენგურის ხიდი 5 დღით ცალმხრივად გახსნა

17:33 ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწვეტილებით, დღეიდან 9 აგვისტოს 19:00 საათის ჩათვლით ენგურის ხიდი ცალმხრივად იქნება გახსნილი. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჰუმანიტარული დერაფანი საქართველოში დროებით მყოფი აფხაზეთის მოქლაქეებისა და აფხაზეთის მცხოვრებლების უკან დასაბრუნებლად ეწყობა.

14 მარტს, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ჩაკეტილ ენგურის ხიდზე „ჰუმანიტარული დერეფანი“ რამდენჯერმე მოეწყო. კერძოდ, დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ხიდი ცალმხრივად იყო გახსნილი 26-დან 31 მაისის ჩათვლით. „აპსნი პრესის“ ინფორმაციით, მაშინ ოკუპირებულ აფხაზეთში 532 ადამიანი გადავიდა. მეორედ ხიდი 22-დან 24 ივნისამდე გაიხსნა და აფხაზეთში 1111 ადამიანი დაბრუნდა, ხოლო მესამედ ე.წ. საზღვარი 13 ივლისს ხუთი დღით გახსნეს. „აპსნი პრესის“ ცნობით, საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში 2085 ადამიანი დაბრუნდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ორმხრივი მომოსვლა ანგურის ხიდზე.

აღსანიშნავია, რომ პირველ აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვარი გაიხსნა, რომელიც უკვე 92 061 ადამიანმა გადაკვეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, სოჭის საბაჟოს პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ამ პერიოდში საზღვარი ორივე მიმართულებით 18 821-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა.

4 აგვისტოს მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 ფაქტი იყო დადასტურებული. აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. ერთი პაციენტი, რომელიც სამედიცინო პერსონალია, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადმოყვანილი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]