weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სალომე ზურაბიშვილი და კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ

09:42 პარასკევი, 07 აგვისტო 2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ისინი რეგიონს შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრნენ.

პრეზიდენტის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთს რელიგიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს და შესაძლებელია, ეს რეგიონი მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს. 

„მინდოდა ელჩს ენახა სამცხე -ჯავახეთის ეს არაჩვეულებრივი მხარე და ეს სასწაული ადგილები, რადგან არ იყო ნამყოფი და მისთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთი ის მხარეა, სადაც კარგად ჩანს ქართული ტოლერანტობა.

სამცხე-ჯავახეთი ასევე, უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი. ეს არის გზა, საიდანაც საქართველოში წმინდა ნინო შემოვიდა. ეს მსოფლიო მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი ფოკას დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ.

„მართლაც ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება რელიგიური სიწმინდეების მომლოცველთათვის, რომლებიც ისეთი წმინდანების ნაკვალევს მიჰყვებიან, როგორიც წმინდა ნინოა. საერთო ჯამში, ეს იყო ლამაზი დღე და ჩემი შანსი, მენახა საქართველოს შემოგარენი, ისეთი ადგილები, სადაც მე ჯერ არ ვყოფილვარ. სავარაუდოდ, როგორც კი შევძლებ, კიდევ დავბრუნდები. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ“, - ციტირებს ამერიკის ელჩის განცხადებას პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]