weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

„ლეიბორისტული პარტიიდან“ მცხეთა-მთიანეთში კენჭს ბექა ნათელაშვილი იყრის

18:23 პარასკევი, 07 აგვისტო 2020

მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტიიდან“ მცხეთის, დუშეთი, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. მან საკუთარი კანდიდატურა დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თავადვე წარადგინა.

„ეს ის ადგილია, სადაც ერთი წლის წინ ხელსუფლების ზონდერ-ბრიგადები დაგვიპირისპირდნენ და სწორედ ამ ადგილიდან მინდა საქართველოს პარლამენტში მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმოვადგინო ჩემი თავი.

სწორედ ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო სისტემა მიგვეღო და გადავსულიყავით მრავალპარტიულ მმართველობაზე, მზად ვარ, შემოვიარო თითეული სოფელი, ქალაქი და აქ მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ქვეყნიდან გაქცევა არ არის გამოსავალი, რომ სოფლების დაცლა და სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, შევცვალოთ რაღაც ამ ქვეყანაში, ერთხელ და საბოლოოდ დავისახოთ რაღაც მიზანი, ვისწრაფოთ მისკენ, რომ არ ვიყოთ ისე როგორც დღეს ვართ - უდაბნოში მოხეტიალე ადამიანივით, რომელმაც არ იცის, სად უნდა წავიდეს.

ჩვენ, 31 ოქტომბერს, უნდა გავაკეთოთ არჩევანი - გაიღება ეს შენობა ყველასთვის, თუ იქნება ისევ ისე დახურული და პოლიციით გარშემორტყმული, როგორც დღეს არის და როგორც წინა პერიოდში იყო“, – განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე იბრძოლებს. აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა პარტიის „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]