weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კახეთში ენმ-დან მაჟორიტარობის კანდიდატები ბოტკოველი და ბეჟაშვილი იქნებიან

00:24 შაბათი, 08 აგვისტო 2020

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონების ოთხ საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. 

პარტიის პრეს-სამსახურის თანახმად, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის, ხოლო ლევან ბეჟაშვილი - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში. პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, დავით კირკიტაძე კი რუსთავში იყრის კენჭს.

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში წარდგენლია გურჯაანის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ქუთაისში - ზაზა ლომინაძე, ხოლო რუსთავში ნინო ლაცაბიძე.

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის „ევროპული საქართველოდან“ ზურაბ ჭიაბერაშვილი იბრძოლებს, გიორგი ღვინიაშვილი კი გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში იყრის კენჭს. „ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში კანდიდატად ოთარ კახიძე წარადგინა, ხოლო რუსთავში - ირმა ნადირაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]