weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის – გახარია

14:54 შაბათი, 08 აგვისტო 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის, რასაც ქვეყნის პარტნიორები ხედავენ. გახარიამ ეს კომენტარი ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. კინზინგერმა თქვა, რომ საქართველოსთვის დადგა დრო, ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

„ამ მიმართულებით ვინც რანაირი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს საქართველოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება, პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლებში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს, სწორედ, ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]