weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

წინა ხელისუფლებას ჰკითხეთ, რატომ მოხდა ომი და რას ზეიმობდნენ თბილისში – გომელაური

13:38 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტმა გომელაურს კითხვა დაუსვა ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ ოკუპაციის გაგრძელება და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ მოქალაქეების გატაცების შემთხვევები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ „არგაღიზიანების პოლიტიკის“ გატარების შედეგია.

„ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს აკეთებთო, ზუსტად ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში და მათ რომ ჰკითხოთ, რატომ მოხდა 2008 წელს ომი, კარგი იქნება.

ასევე, უფრო კარგი იქნება კითხვა დაუსვათ, 2008 წლის ომის შემდეგ, როცა ჩვენი გმირების გვამები ჯერ კიდევ მინდორსა და ტყეებში ესვენა, თბილისში დისკოტეკები და კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა ეს, რას ზეიმობდნენ?“, – განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომალაურმა ჟურნალისტებთან განცხადება შინდისში გააკეთა, სადაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას დღეს პატივს მიაგებენ.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]