weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2020

არჩევნები რომ მომავალ კვირას იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 33% მისცემდა – IRI

09:57 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 hits 353

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 33% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16% – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (გაერთიანებულ ოპოზიციას), 5% – „ევროპულ საქართველოს“, 3% – „ახალ საქართველოს -სტრატეგია აღმაშენებელს“ და ასევე 3% – „პატრიოტთა ალიანსს“.

მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 2-2% დაუჭერდა მხარს „ლეიბორისტულ პარტიას“, „სამოქალაქო მოძრაობას“, „ლელო საქართველოს“ და „გირჩს“, ხოლო 1% – „ერთიან საქართველოს-დემოკრატიულ მოძრაობას“.

გამოკითხულთა 17%-მა არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, ხოლო 11%-მა პასუხზე უარი თქვა.

იმ შემთხვევაში, თუ სასურველი პარტია არ მიიღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, გამოკითხულთა 6%-სთვის მეორე არჩევანი „ევროპული საქართველო“ იქნებოდა, 5%-სთვის – „პატრიოტთა ალიანსი“, 4-4%-სთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი საქართველო-სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლეიბორისტული პარტია“, 3-3%-სთვის – „სამოქალაქო მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“, 2-2%-სთვის „ქართული ოცნება“ და „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, 1%-სთვის – „გირჩი“. გამოკითხულთა 52%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 11% თავს იკავებს პასუხისგან.

კვლევა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და „გელაპის“ ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები განხორციელდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66%.

კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]