weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

გურჯაანელ გლეხს ვესაუბრე და ატმის ფასით აღტაცებული იყო – ირაკლი ღარიბაშვილი

13:53 შაბათი, 15 აგვისტო 2020 hits 474

„ჩვენი საერთო ამოცანა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღმოიფხვრას სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, რაც არ არის მარტივი გასაკეთებელი, ეს კარგად გვესმის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა გურჯაანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანას არაერთი წარმატებისთვის აქვს მიღწეული, რის მაგალითადაც მან თავისუფალი ბაზრების გახსნა დაასახელა.

„რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა, თუნდაც გურჯაანელი გლეხებისთვის... წეღან მქონდა საშუალება და ვესაუბრე რამდენიმე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული. ეს მისი კმაყოფილება გაგვიზიარა მან და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს კილოგრამი ატამი ღირს 2 ლარი, 1.80. ეს ჩვენი, ყველასი ერთად, დიდი წარმატებაა. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი წარმატებულია, როცა დასაქმებული და ბედნიერია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ გურჯაანში იმყოფებოდნენ. მათ მხარდამჭერებს გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი წარუდგინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]