weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ – ბაქრაძე

15:13 შაბათი, 15 აგვისტო 2020

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი ან ზურაბ ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ უნდა იყვნენ.

კითხვაზე, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სიაში ჩაწერს გვარებს - სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ადეიშვილი, მისაღები იქნება თუ არა „ევროპული საქართველოსთვის“ ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება, დავით ბაქრაძემ განაცხადა:

„როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის.

ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად.

მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე. იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, მაგრამ საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დავით ბარაძის თქმით „ევროპული საქართველო“ აღიარებს ისეთ არჩევნებს, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად, მშვიდობიანად და სადაც ადამიანებს ექნებათ აზრის გამოხატვის საშუალება.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატი შევა. პარტია, რომელიც 1%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, ვერ შეძლებს პარლამენტში თავისი წარმომადგენლების შეყვანას. თუ პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას ვერ მოახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]