weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2020

ენზელ მკოიანი შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს

10:12 შაბათი, 22 აგვისტო 2020 hits 272

ქართული ოცნებიდან ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს. ამის შესახებ მან Jnews-თან განაცხადა. 

„მე არ მინდა, ხალხს უნდა, რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ალბათ, ამდენი შემთხვევის შემდეგ, დამოუკიდებელ კანდიდატად დავდგები. დღეს ვხედავ, რომ ყოველ კვირას ჩემს გარშემო რაღაც ხდება“, განაცხადა ენზელ მკოიანმა.

გუშინ, 21 აგვისტოს, ენზელ მკოიანის ძმის ავტომობილთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, დეპუტატის თქმით, მატუნ მკოიანს სმენა დაუზიანდა. დეპუტატი ამბობს, რომ ემუქრებოდნენ და აფეთქების სამიზნე ის იყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. 2016 წელს ის ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მანამდე, 2008 წლიდან 2016 წლის არჩევნებამდე ენზელ მკოიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ენზელ მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანია.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]