weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში – ინაშვილი

22:56 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ გიორგი ლომიასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. ინაშვილის თქმით, მათ ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს.

„მინდა, სააკაშვილს და ბოკერიას მივმართო – თქვენ გაცოფებული ხართ, იმიტომ, რომ მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ და აქედან ჩანს, რაც ძალიან კარგად იცით, 4.5%-ზე ნაკლებია მათი რეიტინგი, ამიტომ არიან გაცოფებული სააკაშვილი და ბოკერია. იმიტომ ხართ გაცოფებული და ასეთ ბინძურ თავდასხმებს იმიტომ აწყობთ ჩვენს წინააღმდეგ, ეს ხომ თქვენი დაკვეთაა ამ ტელევიზიების მიმართ, რომ ჩვენ, მე და გიორგი ლომია ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში. გაცოფებული ხართ იმიტომ, რომ თქვენ კოდორი, აფხაზეთი და ჩვენი მიწები ჩააბარეთ, ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით და სიკეთე გვინდა, ამ სიკეთის ნაპერწკალი რომ ღვივდება, სწორედ ამიტომ ივსება შურით სააკაშვილისა და ბოკერიას გული“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველი და პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საქანია აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების აფხაზეთში შესვლა მისი ორგანიზებული იყო, თუმცა პარტიის წევრებთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

საქანიას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისში მას რუსეთის ფედერაციიდან ძველმა მეგობრებმა მიმართეს და ილორის ტაძრისთვის საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის  გადაცემაში დახმარება სთხოვეს. ლაშა საქანიას ინფორმაციით, მის მეგობრებს დახმარება „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურვმა სთხოვა.

„ეს იყო ჰუმანიტარული აქცია ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადმოცემის შემდეგ ხალხმა ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა“, – ამბობს საქანია.

მისივე თქმით, ვიზიტის შესახებ არ აცნობა არც გალის რაიონის ხელმძღვანელს და არც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ ღონისძიებისთვის რაიმე ოფიციალური სტატუსი არ მიენიჭებინა.

ინფორმაცია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი, სავარაუდოდ, 18 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]