weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება

10:36 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა.

„ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის“, - დაწერა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ ოლქში კენჭს იყრის გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატად გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ 19 ივნისს წარადგინა. გიორგი ვაშაძემ „ძალა ერთობაშია“ 27 ივლისს დატოვა.

ვაშაძისა და დეკანოიძის გარდა ისნის ოლქში კენჭს იყრიან: კახი კახიშვილი („ქართული ოცნება“), ლანა გალდავა („ლელო“) და დავით ჭიჭინაძე („ტრიბუნა“).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]