weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მოქალაქეებს გორის ჰოსპიტლის მიმართ დავალიანება ჩამოეწერებათ – თავდაცვის სამინისტრო

18:46 ორშაბათი, 31 აგვისტო 2020

მოქალაქეებს, რომლებმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმკურნალეს და სულ მცირე სამი წელია დავალიანება ერიცხებათ, ვალი ჩამოეწერებათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ინიციატივა თავდაცვის მინისტრს ეკუთვნის და რამდენიმე ასეულ მოქალაქეს ეხება.

„ინიციატივის შესაბამისად, მოქალაქეებს, რომლებსაც სამი წელი და ზემოთ ვადით ერიცხებათ სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ არსებული სამედიცინო დავალიანება, ეს დავალიანება ჩამოიწერება. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ რაოდენობა დავალიანების 1 600 000 ლარზე მეტია. დავალიანების დარეგულირების საკითხი რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. თავდაცვის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამ დავალიანების ანულირებას და ნებისმიერი მემკვიდრისგან ჩამოწერას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა შეეხებათ იმ პირებს, რომლებსაც გარკვეული დავალიანება 2009 წლიდან დღემდე ერიცხებოდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]