weather cur horoscope tv
თებერვალი 24, 2021

კახა ოქრიაშვილის პარტია კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა

13:18 პარასკევი, 04 სექტემბერი 2020 hits 581

წალკა-დმანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ქართული ოცნების ყოფილი წევრის, კახა ოქრიაშვილის ახლად დაფუძნებული პარტია პროგრესი და თავისუფლება ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბლოკს ძალა ერთობაშიას შეუერთდა. ამის შესახებ მემორანდუმს ხელი ოქრიაშვილმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს.

„ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს „ძალა ერთოაბაშიას“. ჩვენ ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ იქნება გარანტი, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო, რომ დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ოქრიაშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერამდე.

სავარაუდოდ, ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

2016 წლის არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ მიერ წალკა-დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი კახა ოქრიაშვილი პარლამენტში მეოთხედ შევიდა. 2004-2016 წლებში ის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„თუ წარსულში რომელიმე პარტიის მოკავშირე ვიყავი, არასდროს ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, ან შეცდომებზე, ან დანაშაულზე, რომელიც წარსულში იყო - 2012 წლამდე თუ 2012 წლის შემდეგ“, – განაცხადა დღეს კახა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიას, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, ძმებ ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად დააფუძნა, ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება, მათ შორის მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი დილარ ხაბულიანი დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]