weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ძალა ერთობაშიამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა

12:54 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტისაბჭომ და „ძალა ერთობაშიაში“ შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო.

ვაშაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნილობაში ყოფნა უნდა შეწყდეს, საქართველოში უნდა დაბრუნდეს და „თავის ხალხთან პირისპირ იყოს“.

„იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად და გავიგოთ მისი მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. 2003-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტაციის მმართველობის პერიოდში შეიქმნა ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს საშუალებას აძლევს, გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვვენი სახელმწიფოსთვის, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი შიდა და საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ბოლოს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ასეთ შემთხვევაში სააკაშვილს „საზღვარზე დაკავება და ქართული საპატიმრო ელის, ვინაიდან ძებნილია და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს როდესაც საპატიმროში იქნება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]