weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

„ქართული ოცნება “ 10 სექტემბერს საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს

11:50 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020 hits 175

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხვალ, 10 სექტემბერს, პროპორციული საარჩევნო სიის ოცეულის წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ბოლო სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც, სიის პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, ხოლო მეორე ადგილს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იკავებს. არხის თანახმად, პირველ ოთხეულში მოხვდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სიაში არ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს, პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რის შედეგადაც 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა. „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უკვე წარადგინა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან, საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია ისე დააკომპლექტონ, რომ ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]