weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არჩევნების თარიღის შეცვლა დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას – გახარია

14:43 შაბათი, 12 სექტემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, დაგეგმილი არჩევნების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.

„არჩევნების თარიღის შეცვლა ან საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას ისევე, როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება“, – თქვა გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ამავე დღეს უნდა გაიმართოს ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.

COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში იზრდება: დღეს 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ, 11 სექტემბერს 87 შემთხვევა იყო დადასტურებული, 10 სექტემბერს – 57, ხოლო 9 სექტემბერს – 44.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]