weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ქვეყანა შევიდა ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ ჩვენი ხომალდის მეთაური გამოცდილია – მეზურნიშვილი

16:36 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 hits 399

ჩვენი ქვეყანა მართლაც შევიდა ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ხომალდის მეთაური არის გამოცდილი, დიდი ქველმოქმედი, უაღრესად შეყვარებული თავის ხალხზე და ქვეყანაზე, ადამიანი, ძალიან მაგარი ეკიპაჟით, – განაცხადა ქართული ოცნებიდან კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას.

მეზურნიშვილი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც პარლამენტარებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმინეს.

„სხვათა შორის, ამ ხომალდში ოპოზიციაც იმყოფება. ძალიან კი ცდილობენ, პილოტი შეცვალონ, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ საკითხს განაგებს ხომალდში მგზავრთა უმრავლესობა, რომელსაც თქვენ, მეგობრებო, ნამდვილად არ წარმოადგენთ. ამიტომ, შემიძლია რჩევა მოგცეთ, ღვედი შეიკარით, დატკბით მოგზაურობით, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ ეკიპაჟის მეთაურობით მინიმუმ 4 წელი გაგრძელდება. ასე რომ, ბედნიერ ფრენას გისურვებთ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

მზურნიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი აბსოლუტურად ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს „საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და აუცილებლად გააგრძელებენ ქვეყნის განვითარებას კიდევ უფრო მაღალი ტემპებით“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]