weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქედაში ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები დატბორა

14:35 შაბათი, 19 სექტემბერი 2020

მაღალმთან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბზანამ ელექტროენერგიის ბოძები დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წყალი საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში შევარდა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა დაბა ქედასა და სოფლებში - დოლოგანი, ზუნდაგა, ბზუბზუ, ცხემნა, გულები და ოქტომბერი.

მეწყერი ჩამოვიდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ზვარის მონაკვეთზე, რის გამოც გადაადგილება აკრძალული იყო, თუმცა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ამ დროისთვის გზა ცალმხრივად არის გახსნილი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 19 სექტემბრიდან, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელმა წვიმამ, ზოგან ძლიერმა, შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]