weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

00:06 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020

საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამ ადამიანებმა შესანიშნავად იციან თავიანთი რეგიონების პრობლემები და მათი მოგვარების გზები.

„ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული თავის მოქალაქეებთან; იქნება ორიენტირებული მომავალზე; იქნება მაქსიმალურად მრავალფეროვანი; იქნება ღია, გახსნილი, მომთმენი და ტოლერანტული განსხვავებული აზრის მიმართ; იქნება ყოველთვის საქართველოს სახელმწფოს და მოქალაქის ინტერესების დამცველი. ზუსტად ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეარჩია ის პიროვნებები, რომლებიც დღეს უნდა წარმოგიდგინოთ. ეს ადამიანები არიან გამორჩეულები ყველა იმ თვისებით, რომელიც საქართველოს ასე სჭირდება კრიზისიდან ამოსასვლელად“, – განაცხადა ვაშაძემ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენამდე.

თბილისში კანდიდატები არიან:

გლდანი ნიკანორ მელია

ისანი ხატია დეკანოიძე

სამგორი ლევან ხაბეიშვილი;

რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:

ქუთაისი გრიგოლ ვაშაძე

გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო და საგარეჯო ლევან ბეჟაშვილი

თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი გიორგი ბოტკოველი

რუსთავი და გარდაბანი დავით კირკიტაძე

მარნეული აზერ სულეიმანოვი

გორი და კასპი ბადრი ბასიშვილი

ხაშური და ქარელ ნატო ჩხეიძე

ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი ვაჟა ჩიტაშვილი

ახალქალაქი და ნინოწმინდა ელიქ რაისიანი

საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული გიორგი კაპანაძე

ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული კახა გეწაძე

წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონი ნანუკა ჟორჟოლიანი

მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა როლანდ ფიფა

ფოთი, სენაკი, ხობი მურთაზ ზოდელავა

ზუგდიდი მალხაზ ჯალაღონია

ბათუმი ლევან ვარშალომიძე

ქობულეთი –  ბონდო თევდორაძე

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო მიშა ბოლქვაძე

დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყარო კახა ოქრიაშვილი

თიანეთი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი ცეზარ ჩოჩელი

ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია დილარ ხაბულიანი

გურია მანუჩარ კვირკველია

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო გია აბულაძე

ქობულეთი ელგუჯა ბაგრატიონი

ბათუმი გიორგი კირთაძე

31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების გარდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება. ამავე დღეს არის დანიშნული ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]