weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში სწავლა VI კლასის ჩათვლით განახლდება

14:20 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020

პირველი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მივლენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ფოთსა და გორში საკლასო ოთახებში სწავლას პირველი ოქტომბრიდან ყველა კლასის (პირველიდან მეთორმეტის ჩათვლით) მოსწავლეები შეძლებენ.

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, აჭარის რეგიონის გარდა, პირველი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, პირველი ოქტომრბიდან საკლასო ოთახში სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში, არამხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.

ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

 

ამ თემაზე:

აჭარაში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შენარჩუნდება – განათლების მინისტრი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]