weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

პანდემიის ფონზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმში მრავალრიცხოვანი აქცია გამართა

23:33 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ აჭარაში, ბათუმში ხალხმრავალი წინასაარჩევნო აქცია გამართა. 

აქციას არ ესწრებოდა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე, რომელსაც დღეს მამა კორონავირუსით გარდაეცვალა.

აქციაზე უკრაინიდან ჩაერთო და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩემო მეგობრებო, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს დიდი გამოწვევები. ჩვენ გვემუქრება ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში, როდესაც შემოიყვანეს ყველაზე დაავადებული ქვეყნიდან, ხელოვნურად, დიდი რაოდენობით ე.წ. დამსვენებლები. 

ჩვენ გვემუქრება განადგურება ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი ხალხის, ტურისტული ინდუსტრიის, რომელიც ასე რუდუნებით შევქმენით, ჩვენ გვემუქრება განადგურება ჩვენი ეკონომიკის, ესე იგი, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის, მაგრამ ეს ყველაფერი შემობრუნდება ერთ დღეს, 31 ოქტომბერს, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ბოლო ერთ თვეზე მეტია, აჭარა კორონავირუსის ეპიცენტრია, რის გამოც 25 სექტემბრიდან გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კაფე-ბარებს, რესტორნებსა და კვების ობიექტებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ, სწავლა ყველა საფეხურზე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს, 16 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 342 აჭარაში დაფიქსირდა, გუშინ კი 286 შემთხვევა იყო.

 

ამ თემაზე:

„ევროპულმა საქართველომ“ COVID-19-ის გამო აქცია გააუქმა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]