weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

COVID-19-თან დაკავშირებით სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები გადამზადდებიან

16:55 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, დაიწყება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადება, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი. სწრაფი კურსის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, უფროსკურსელები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან.

„უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში, დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, მაქსიმუმ ერთ კვირაში მზად იქნება იმ უფროსკურსელების ბაზა, რომლებსაც გავლილი ექნებათ სწრაფი ტრენინგი.

„მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი და სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ჩვენს ექიმებს დახმარება, იმ ნაწილში დაეხმარებიან ჩვენი უფროსკურსელი სტუდენტები“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან თბილისში ფიქსირდება 913 შემთხვევა, რეგიონებში არსებული მონაცემები კი ასეთია: იმერეთი – 337, აჭარა – 296, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 90, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 54, გურია – 32, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

 

ამ თემაზე:

მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა და სასუნთქი აპარატები, არამედ ექიმები – ტიკარაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]