weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

09:26 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის საჯარო კამპანიას წყვეტს. ამის შესახებ კუკავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, – წერს კახა კუკავა.

გუშინ, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან თბილისში ფიქსირდება 913 შემთხვევა, რეგიონებში არსებული მონაცემები კი ასეთია: იმერეთი – 337, აჭარა – 296, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 90, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 54, გურია – 32, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

რამდენიმე დღის წინ კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ კახიძეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]