weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

12:00 საათისთვის აქტივობა 19.41%-ია, მაღალი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, დაბალი აჭარაში

13:32 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ხმა 681 583 ამომრჩეველმა მისცა.

ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 28.3 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჭარაში - 17,9 %.

„რაც შეეხება უკვე გამოვლენილ დარღვევებს, სადაც რეგისტრატორებმა დაარღვიეს ბიულეტენის მთლიანობა, კერძოდ, ისე მოხიეს ბიულეტენი, რომ არ იკითხებოდა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის ნომერი, მიქელაძის განცხადებით, ეს რეგისტრატორები პროცესიდან მოიხსნენ.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ერთი საარჩევნო ოლქია (ცაგერის, ლენტეხის, ონის, ამბროლაურის, მესტიის მუნიციპალიტეტები). სულ რეგისტრირებულია 44 204 ამომრჩეველი.

აჭარაში სამი ოლქია, 314 889 ამომრჩევლით.აქედან,  ბათუმის 28-ე ოლქში რეგისტრირებულია 147 292 ამომრჩეველი; ქობულეთის და მახინჯაურის 29-ე ოლქში 70 837; ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს 30-ე ოლქში 96 760 ამომრჩეველი.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: გოჩა ენუქიძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; დილარ ხაბულიანი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“; სოსო ლიპარტელიანი - „ლელო საქართველოსთვის“; ერეკლე საღლიანი - „საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსი; პაატა მაცაბერიძე - „თავისუფალი საქართველო“; გოჩა გურგუჩიანი - „ევროპული საქართველო“; იური ბელაშვილი - პარტია „თეთრები“; გიორგი ზურაბიანი - „ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი“; მარია არსენიშვილი - „შეცვალე საქართველო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]