weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე სცემეს

15:55 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ კენჭისყრის შენობასთან დაახლოებით 30-მა ადამიანმა სცემა. როგორც კიკვაძე ამბობს, მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ირაკლი კიკვაძის თქმით, 37-ე საარჩევნო უბანზე ამბის გასარკვევად მივიდა, რადგან „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და უბანთან მყოფი ადამიანები ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდნენ.

„ჩვენს წარმომადგენელს უბნის გარეთ ვესაუბრებოდი. ამ დროს პროვოკაციულად მოვიდა რამდენიმე ადამიანი. მეკითხებოდნენ - რა მინდოდა იქ, რატომ ვესაუბრებოდი. წამოვიდნენ სიტყვიერ დაპირისპირებაზე, შელაპარაკება მოხდა. 20-30 ადამიანი მირტყამდა. ყველანი „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან“, – განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი კიკვაძის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

ქუთაისში დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად მერის რიგგარეშე არჩევნებიც იმართება.

 

ამ თემაზე:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]