weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქი სონღულაშვილმა მოიგო

19:48 კვირა, 01 ნოემბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარულ საარჩენო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა – მან ამომრჩეველთა ხმების 52.83% მიიღო, რაც 45 207 ხმაა. 

მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილია, რომელსაც 27.88%, ანუ 23 856 ხმა აქვს. 

8.72% (7460 ხმა) აქვს გიორგი ღვინიაშვილს, რომელიც ევროპული საქართველოს კანდიდატი იყო, ხოლო ეკატერინე ქვლივიძემ, ლელოს კანდიდატმა, 3.61% მოაგროვა (3086 ხმა). 3.55% (3034 ხმა) აქვს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს, სოსლან გარსევანიშვილს.

ცესკოს ამ მონაცემებით, N9 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტური არ გაიმართება. 

ზემოთ ნახსენები ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „პატრიოტთა ალიანსი“, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგად, დავით სონღულაშვილი დეპუტატად მეორედ აირჩის. 2016 წლიდან ის მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია და გურჯაანის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს. ოთხი წლის წინ, 2016 წლის 8 ოქტომბერს, სონღულაშვილმა ხმების უმრავლესობის მოპოვება პირველივე ტურში ვერ შეძლო - მას ამომრჩეველთა 43.91%-ის მხარდაჭერა ჰქონდა, ხოლო გიორგი ღვინიაშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა კენჭს – 32.45%-ის. მეორე ტურში სონღულაშვილმა ღვინიაშვილს 15 215 ხმით მოუგო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]