weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ქსნის ციხის საარჩევნო უბნის მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა

00:57 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საუბნო მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პირველი არხის ეთერში.

მცხეთა-მთიანეთში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი შალვა კერესელიძე 0.21%-ით (დაახლოებით 100 ხმა) იმარჯვებს პირველივე ტურში, დიდი ალბათობით მეორე ტური გაიმართება.

„მცხეთაში დასრულდა საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საჩივრები, მაგრამ არასწორად შეტანილი და განუხილველად დარჩა, ამ შემთხვევაში ქსნის ციხის შედეგებს ეხება საკითხი, საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები. რამდენიმე წუთის წინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება. იქ არასწორად იყო ბიულეტენები გადაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთვნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს, გააბათილა ეს შედეგი საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებდა, რომ არჩევნების დღეს, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე აგრესიულმა პატიმარმა მის წარმომადგენლებს პატიმრებთან გასაუბრებისა და ხმის მიცემის პროცესის დაკვირვების საშუალება არ მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მცხეთა-მთიანეთის ოლქში შალვა კერესელიძემ 25 788 ხმა (50.21 %) აიღო, ხოლო მისმა კონკურეტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა – 17 139 ( 33.37%).

მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რაზეც ჟვანია საუბრობდა, ცესკოს ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ ასახულა.

„რეგინფო“ წერდა, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ 1711 ბიულეტენია ბათილად ცნობილი, მათ შორის ზოგიერთ უბანზე 37, 28, 33, 35, 59, 41 და ა.შ. დიდი რაოდენობით ბიულეტენები ძირითადად იმ საარჩევნო უბნებზეა გაუქმებული, სადაც შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ჩოჩელი უგებს კერესელიძეს.

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები 30-დან 14 ოლქში მოიგო, ხოლო პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში 61 დეპუტატის შეყვანა შეუძლია. საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად „ქართულ ოცნებას“ 76 დეპუტატის მანდატი სჭირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]