weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

რიგ შემთხვევაში ადგილი აქვს საოლქო კომისიებზე ზეწოლას – ცესკო

23:25 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020
ფოტოზე - გიორგი კალანდარიშვილი ფოტოზე - გიორგი კალანდარიშვილი

„ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომაზე დასწრების მცდელობას და რიგ შემთხვევაში ადგილი აქვს ზეწოლას“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

რამდენიმე საათია, რაც ბათუმში, ბოლნისში, წყალტუბოში, ასევე თბილისის რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ითხოვენ შეუშვან კომისიების სხდომებზე, სადაც საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები განიხილება.

„საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე მოვლენებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

თბილისში აქციები მიმდინარეობს ისნის, სამგორის, საბურთალოს და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ოპოზიციის ლიდერების განხადებით, კომისიების სხდომებზე „გაყალბებულ არჩევნებს ხელახლა აყალბებენ“.

საოლქო კომისიების შენობებთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას. საბურთალოს ოლქთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს სამი აქტივისტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]