weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

აქ დავრჩები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენც უნდა დარჩეთ – მელია აქციის მონაწილეებს

21:34 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათიდან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ის, სხვა პოლიტიკოსებთან და ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ 22:00 საათის შემდეგაც დარჩება, თუმცა იგივეს ვერ დაავალდებულებს აქციის მონაწილეებს.

ნიკა მელიას თქმით, კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ აქციაზე დარჩენის გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

„აქ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ისინი აპირებენ დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩენასა და პროტესტის გაგრძელებას, მაგრამ გვინდა, რომ ენერგია შემოგანახინოთ თქვენ; გვინდა, რომ იყოთ ჯანმრთელად და მხნედ, მათ შორის, შაბათისთვის. ამიტომ ვერცერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ დარჩეთ. 

მე, ბუნებრივია, აქ დავრჩები მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც უნდა დარჩეთ. თუ არ დარჩებით, ამით თქვენ ჩვენც შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას, იმიტომ, რომ საკმარისად დავრჩებით, ბავშვები, ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ. აქ საკმარისი ახალგზარდები რჩებიან პოლიტიკოსებთან ერთად და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ეს რეჟიმი.

ვინც ვერ გამოდის სახლიდან, აივნებიდან გავაპროტესტოთ, 10 საათის შემდეგ, ელემენტარული შეძახილით - „წადით“. ეს უნდა ვაქციოთ ტრადიციად ამ კომენდანტის საათის დროს“, – მიმართა აქციის მონაწილეებს მელიამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, თბილისსა და 6 დიდ ქალაქში შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. რეგულაციის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი. როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, შეზღუდვის მოხსნის საკითხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

მეორე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

 

ამ თემაზე:

კომენდანტის საათის აქციებზე გავრცელება უკიდურესად გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს – IDFI

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]