weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2021

გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როცა ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს – თალაკვაძე

18:43 ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2020 hits 235

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება.

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ პარტიებს შორის დიალოგი ქვეყნის ინტერესებშია. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი.

დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. დღევანდელი შეხვედრაც გარკვეულწილად ამას ემსახურებოდა. გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს ჰქონდა. ყველას ყურადღებით მოვუსმინე.

ჩვენი პოზიცია მკაფიოა - მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა საკითხი და კითხვა, რომელიც იყო დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა, საბოლოო ჯამში, პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონშია გაწერილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც საქართველოს ინტერესებშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]