weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ხანძარი იყო

11:54 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

გლდანის მესამე მიკრო რაიონში, გაერთიანებული ოპოზიციის გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ხანძარი იყო.

როგორც საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, ოფისის ფანჯარა ქვებით არის ჩამტვრეული, საიდანაც შენობაში ბენზინიანი ბოთლი შეაგდეს. მათივე თქმით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა, „112“-ში კი ტაქსის მძოლმა დარეკა.

„არც სჭირდება ფაქტით დადასტურება იმას, რომ სპეციალურად დაწვეს. ვფიქრობ, უნდოდათ მთლიანად დაეწვათ შენობა. ვიღაცას არ აწყობდა, რომ ნიკა მელიას შტაბი აქ ყოფილიყო. იმედი არ მაქვს, რომ რაიმეს გამოიძიებენ“, – თქვა შტაბის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“.

როგორც მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ჩამტვრეული და დაზიანებულია ოფისის ერთ-ერთი ფანჯარა და დამწვარია ავეჯი.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]