weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად თბილისში აქცია გაიმართა

13:31 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა გაიმართა. პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს ეჭირათ საქართველოსა და აშშ-ის დროშები, ასევე, ტრანსპარანტები წარწერით - „გაყალბებულია“, „ოლიგარქმა მოიპარა არჩევნები“, „მადლობა აშშ-ს მხარდაჭერისთვის“ და ა.შ.

„ეს არის აქცია, რომლითაც ჩვენ ჩვენს მადლიერებასაც გამოვხატავთ შეერთებული შტატების მიმართ და ასევე, გამოვხატავთ იმას, რომ ქართული საზოგადოება არ შეეგუება გაყალბებული არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

„დღეს ჩვენი გზავნილი იყო ის, რომ იმ ქვეყანაში, რომელიც მიიტაცა ოლიგარქმა, წაშლილია მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ყოველგვარი ზღვარი; ის, რომ არჩევნების უფლება, რომელიც კონსტიტუციით მინიჭებული უზენაესი უფლებაა, 31 ოქტომბერს ჩამოგვართვეს; ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნებით იყოს ხელისუფლება, რომელიც გააძლიერებს ამერიკულ ინფრასტრუქტურას და არ მოხდება ისეთი სასიცოცხლო პროექტების განადგურება, როგორიც ანაკლიის პროექტი იყო; ის, რომ გვყავს ხელისუფლება, რომლის დროსაც, სამწუხაროდ, გაიზარდა რუსული გზავნილები; ის, რომ ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერმა ლიდერებმა მიმართეს.

„დღეს იყო მდუმარე, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ხმამაღალი აქცია, იმიტომ, რომ ჩვენი მდუმარებით მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რა მძიმე ვითარებაში იმყოფება ქვეყანა და რა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა ივანიშვილმა საქართველო. ატასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში და ასეთი სანახაობრივი აქცია, მემგონი, დიდი ხანია თბილისს არ ახსოვს. ბრძოლა გრძელდება და გამარჯვებას მალე ვიზაიმებთ“, – მიმართა აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ „პომპეო აუცილებლად დააყენებს საკითხს, რომ საქართველო, რომლის დემოკრატიულ განვითარებაშიც ამერიკამ მილიონები ჩადო და ამდენი წელია ამაზე მუშაობდა, ვერ გახდება ოლიგარქის ბოსტანი და ქვეყანა, სადაც ოლიგარქი წყვეტს, ვინ როგორ უნდა შევიდეს პარლამენტში“.

მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ საღამოს, თურქეთიდან ჩამოვიდა. დღეს ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და კათოლიკოს პატრიარქს. ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. სახელმწიფო მდივანმა ისე დატოვა ქვეყანა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ გაუმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]