weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2021

ოპოზიცია მუშაობს ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისთვის – კალაძე

18:33 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020 hits 126

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლების მობილიზებისთვის და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისათვის.

აქედან გამომდინარე, გვინდა მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით“, – განაცხადა კალაძემ.

ხვალ, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებენ, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ოპოზიცია ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

მეორე ტური ჩატარდება თბილისის რვავე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში, მცხეთა-მთიანეთში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში, ქუთაისში, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში, ზუგდიდში, ბათუმში, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს ოლქში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცმებით, მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]