weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2021

„მთავარი არხი“ არჩევნების მეორე ტურს პროტესტის ნიშნად არ აშუქებს

10:05 შაბათი, 21 ნოემბერი 2020 hits 189

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ უერთდება ქართველი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს არ აშუქებს.

არხის სარედაქციო გადაწყვეტილება გუშინ, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, პაატა იაკობაშვილმა და დიანა ჯოჯუამ გააჟღერეს. მათი თქმით, არხის „ქართული ოცნების“ მიერ დადგმულ სპექტაკლს – სახელწოდებით „მეორე ტური“ – ეთერს არ დაუთმობს. პაატა იაკობაშვილმა მაყურებლებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ პროტესტს და არჩევნებზე არ წავიდნენ.

დღეს, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ქუთაისში ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]