weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ეფექტური და საქმიანი პარლამენტი – ზურაბიშვილი

11:16 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკოპლექტებას მისცა. პრეზიდენტის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს ამომრჩეველს, რომელმაც ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი.

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, ისევე როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა და მემგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს.

ეს პარლამენტი მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის და სოციალური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და ძნელად წარმომიდგენია არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი. ამას ვუსურვებ მე საქართველოს, ვუსურვებ ყველას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, რადგან პირველი ტურის შედეგები გაყალბდა და შესაბამისად, არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.  

ცესკოს მონაცემებით, ოპოზციიდან არჩევნების მეორე ტურში გადავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ 12 , „ევროპული საქართველოს“ – 2, „გირჩის“ – 1 და „ლეიბორისტული პარტიის“ – 1 კანდიდატი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]