weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ქადაგიშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე: ეს მიუთითებს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაზე

13:14 შაბათი, 21 ნოემბერი 2020 hits 107

„ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმა თელავის პირველ სარჩევნო უბანზე მისცა, რის შემდეგაც განცხადება გააკეთა.

ქადაგიშვილმა ოპოზიცია მეორე ტურისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო გააკრიტიკა.

„ოპოზიციამ დაიჭირა უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო პოზიცია და არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს, პირველ რიგში, მიუთითებს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაზე და ამავდროულად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსგავსი ქმედებით უგულებელყოფენ საკუთარი ამომრჩევლის ნებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მეათე მაჟორიტარული ოლქი, რომელიც თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს, ერთ-ერთია 17 ოლქს შორის, სადაც პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგებით, მეორე ტურში „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი მონაწილეობენ. ბოტკოველმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მიაჩნია, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.

რაც შეეხება პირველი ტურის შედეგებს, ცესკოს მონაცემებით, ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26% მოიპოვა (41 662 ხმა), გიორგი ბოტკოველმა კი – 40.43% (35 645 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]