weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ველით, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი პარლამენტში შევა – ღარიბაშვილი

13:41 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანაში მოჩვენებითი კრიზისია შექმნილი.

ხმის მიცემის შემდეგ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ თქვა, რომ ყველა პოლიტიკოსს აქვს შესაძლებლობა, დაამტკიცოს, სახელმწიფოებრივად მოიქცევა თუ არა.

„ჩვენ ველით, რომ ოპოზიციური სპექტრის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და შევლენ პარლამენტში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა ჟურნალისტის შეკითხვა – უქმნის თუ არა დისკომფორტს ის ფაქტი, რომ მეორე ტურში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]